ა(ა)იპ მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა დაარსდა 2010 წელს.
კერძოდ, 2008 წელს, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსმა ,ილარიონმა, მიიღო გადაწყვეტილება დაეარსებინა სკოლა–გიმნაზია. მან მიმართა სხვადასხვა ინსტანციებს და თანამოაზრეების დახმარებით 2010 წლის 1 სექტემბერს გაიხსნა გიმნაზიის პირველი კლასი, სადაც ირიცხებოდა 9 მოსწავლე.
2011–2012 სასწავლო წლიდან სკოლა–გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა დეკანოზი ბასილი (ფილფანი).
ამჟამად დაწესებულებას აქვს საშუალო სკოლის სტატუსი.
სკოლის ფაქტიური მისამართია მესტია, თამარ მეფის #1
საკონტაქტი პირი:
- სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - 577 345636
- სასწავლო ნაწილი- 592 084575
